ცივად მოყოლილი დაუჯერებელი ამბავი - ავტორი @anakur- 2018 წ. - ნაწილი I, თავი V - ზერო

in #writing7 years ago
თავი 4 - ზერო

...დაბრუნება წინა ნაწილზე...-

ზერო ჩვენი განუყრელი ოთხეულის წევრია. ნამდვილი სახელი მამუკა ჰქვია, მაგრამ ბავშვობიდან ზეროს ვეძახით. პატარაობაში ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდით ეზოში ასფალტის სტადიონზე. მამუკა სულ კარში იდგა და მაგარიც იყო ამ პოზიციაზე. გოლებს იშვიათად უშვებდა და ხშირად ისე მთავრდებოდა თამაში, რომ არცერთი გოლი არ გადიოდა მის კარში. ძირითადად სამამდე ან ხუთამდე ვთამაშობდით ხოლმე. სამით ნოლი და ხუთით ნოლი, შესაბამისად ხშირად ფიქსირდებოდა. უყვარდა ხმამაღლა, კმაყოფილებით გაჟღენთილს, იმაზე ხაზგასმა, რომ მშრალი ანგარიშით დავამარცხეთ მეტოქე და ინგლისურად ახმოვანებდა ხოლმე: Manchester United - Five - Spartak Moscow - ZERO. დამარცხებულ გუნდს, რომელიმე რუსული გუნდის სახელს ანიჭებდა, ხოლო ჩვენ ხან მანჩესტერი ვიყავით და ხან მადრიდის რეალი. ანგარიშის გაჟღერებისას სიტყვა "ზერო"-ს ისე ხატოვნად ამბობდა ხოლმე, რომ სწორედ აქედან წამოვიდა მისი მეტსახელიც.
ზერო, იგივე მამუკა ალფაიძე ჩემი კლასელი იყო მე-8 კლასიდან სკოლის დამთავრებამდე. სკოლიდან დავძმაკაცდით და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით მე შუქურა და ზერო. მართალია ზერო უკრაინაში გაემგზავრა 97-ში, სკოლის დამთავრებისთანავე, მაგრამ ორ წელიწადში ისევ დაბრუნდა. სასწავლებლად იყო წასული. იქ ჩააბარა, კიევში, მაგრამ მესამე კურსიდან საბუთები თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტში გადმოიტანა და მშობლიურ მხარეში განაგრძო უმაღლესი განათლების მიღება.

Coin Marketplace

STEEM 0.20
TRX 0.25
JST 0.038
BTC 96483.87
ETH 3356.14
USDT 1.00
SBD 3.20