You are viewing a single comment's thread from:

RE: Sumo, Day 12 - Livestream ended

in #livestream7 years ago

რად უნდა ლაპარაკი. ფაქტია რომ ტოჩიმ იმ მაეგაშირასთან წაგებით დათმო თასი.

კუკურამ ის ჰენკა რომ იკადრა ეგ იყო ცუდი ფაქტი და მაგიტომ არ იმსახურებდა თასს, თორემ სხვა რა გინდა. მაგარია ეგ შობელძაღლი.

Sort:  

კუკურას ეკუთვნოდა, მაგარ ფორმაშია. ჰენკაზე გეთანხმები.

ტოჩის რაც შეეხება, ივლისის ბაშოზე უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ოძეკია.

ველოდებით ივლისის ბაშოს.

Kisenosato უნდა გაძუყნოს ივლისში თუ გამოვა. ეს ბოლო დროა ტიპი წამოწოლილია და ირგებს იოკოძუნობას.

უნდა დაამტკიცოს, რომ არანაკლებია და იოკოძუნობა უნდა მიიღოს. პირველი ევროპელი იოკოძუნა უნდა გახდეს.

იოკოძუნობისთვის მაისის ბაშოს მოგებას დიდი ძალა ჰქონდა. სამწუხაროდ არ გამოვიდა. თუმცა ფაქტია, რომ თუ ასე გააგრძელა და 12 მოგება და ზევით დააგროვა ხოლმე, 4-5 ბაშოს შემდეგ შესაძლოა დაასახელონ.

თუ წელს კიდევ ერთხელ მოიგებს და დანარჩენ ორ ბაშოზე 11+ შედეგი დადო, უეჭველი იოკოზუნა გახდება. თან დიდი შანსია, რომ კისენოსატო (რომელიც ალბათ შეცდომით არის იოკოზუნა) საერთოდ წავიდეს სუმოდან. ამდენი გამოტოვება და მანამდე ამდენი ცუდი სტატისტიკა მიჯრით, რა ვიცი აბა. ივლისში ბევრი რამ გადაწყდება.

კისენოსატო იაპონელი რომ არ იყოს, ვერ გახდებოდა იოკოძუნა.

კი, ეგ ეგრეა. ცოტა ნეპოტიზმი მანდაც არის.

სამაგიეროდ ეგ პრეცენდენტია. მაგაზე ნაკლები კი არ იქნება ტოჩინოშინის შედეგები თუ დარჩენილ სამ ბაშოზე ორნიშნა შედეგები დადო.

Coin Marketplace

STEEM 0.13
TRX 0.22
JST 0.030
BTC 83746.86
ETH 1909.08
USDT 1.00
SBD 0.79